SvanidzeOlive.ge 032204949 info@SvanidzeOlive.ge
მისამართი

#11 ი. გრიშაშვილი, თბილისი

დაგვიკავშირდით

511 41 77 77

info@svanidzeolive.ge

გამოგვიწერეთ

ჩვენ შესახებ

ჩვენს შესახებ
ქართული ზეთისხილის კულტურის ფუძემდებელი

გიორგი სვანიძემ 2009 წელს დაიწყო ინოვაციური იდეის განხორციელება, შეექმნა ზეთისხილის კულტურის ცივილიზაცია საქართველოს ნაყოფიერ მიწაზე, კერძოდ კი ეს ისტორია და პირველი ნერგის გახარება დაიწყო მამაპაპისეული სოფელ მაშნაარშდან. ქართული მიწა ზეთისხილისთვის შესანიშნავი აღმოჩნდა, რასაც ზეთისხილის ხეების სწრაფი ზრდა და აყვავებული ბაღები ადასტურებს

სვანიძის ზეთისხილი: უმაღლესი ხარისხის პროდუქცია

ჩვენ ამაყად ვატარებთ ქართული ხარისხის ნიშნებს, რაც ადასტურებს ჩვენს ურყევობას ხარისხისადმი. ჩვენი ხედვაა მხოლოდ პრემიუმ ხარისხის, ნატურალური პროდუქციის წარმოება, რომელსაც ქართული გვარი, "სვანიძე" ატარებს. სწორედ ასე იქმნება სვანიძის ზეთისხილის პრემიუმ ხარისხის პროდუქტები.

ზეთისხილის მსოფლიო რუკაზე დატანილი საქართველო

გიორგი სვანიძის ინიციატივით, ზეთისხილის კულტურის მდგრადი განვითარების მიზნით საქართველო შეუერთდა „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ – (International Olive Council). საბჭოს წევრობა საქართველოს ზეთისხილის სექტორისათვის მომგებიანია როგორც საერთაშორისო ასპარეზზე მწარმოებელი ქვეყნის წარმოჩენა, ისე საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის განვითარება და საერთაშორისო პრაქტიკის განხორციელება. სწორედ საბჭოს სტანდარტების სრული და თანმიმდევრული დაცვით იწარმოება სვანიძის ზეთისხილის პროდუქცია. სვანიძის ზეთისხილის დამსახურებით, საქართველო გამოჩნდა ზეთისხილის მწარმოებელი ქვეყნების გლობალურ ასპარეზზე/რუკაზე.

მეორე ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო საქართველოში

კახეთის რეგიონში, ტარიბანას ველზე, ოფიციალურად გაიხსნა „სვანიძის ზეთისხილის“ ახალი, თანამედროვე ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო — პროექტი, რომელიც საქართველოს ზეთისხილის ზეთის წარმოების ისტორიაში სრულიად ახალ სტანდარტს აყალიბებს.

ახალი საწარმო გამორჩეულია თავისი ეკომეგობრული მიდგომითა დაინოვაციური ტექნოლოგიებით —აქ იწარმოება უმაღლესი ხარისხის Extra Virgin ზეთისხილის ზეთი და მარინადები.

საწარმო აღჭურვილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების დანადგარებით, იტალიური და გერმანული საწარმოო სისტემებით, რომლებიც შეესაბამება ევრო სტანდარტებს. საწარმოს დღიურად 150 ტონამდე ნაყოფისგადამუშავებას ითვალისწინებს, რაც არა მხოლოდ ადგილობრივი წარმოებისზრდას, არამედ ექსპორტის გაფართოებასაც შეუწყობს ხელს.

ქარხნის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა მისი მდებარეობა ზეთისხილის ბაღების უშუალო სიახლოვეს. ეს შესაძლებელს ხდის, მოსავლის დაკრეფიდან მხოლოდ ერთ საათში დაიწყოს დაწურვის პროცესი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მჟავიანობის ინდექსს და უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის ზეთის წარმოებას, რომელსაც შენარჩუნებული აქვსყველა ბუნებრივი ვიტამინი, ანტიოქსიდანტი და არომატული თვისება.

სტანდარტები

საწარმო უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დაცვას, რაც უზრუნველყოფს მომხმარებელთა ჯანმრთელობისთვის უვნებელი პროდუქციის შექმნას, რასაც ადასტურებს ISO 22000 სერთიფიკატი, რომელიც სვანიძის ზეთისხილმა მოიპოვა.